Wednesday, June 15, 2022

 

                                                     პროექტი

პროექტის ხელმძღვანელი ირმა შარაბიძე

კლასი   VI

ვადები:  21.10.21—2.11.2021წ.

 

 

                                                          პროექტის აღწერილობა

პროექტის  სახელწოდება - „აირჩიე ცხოვრების ჯანსაღი წესი’’

შესავალი: - პროექტის მიზანი: - „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს’’.

პროექტის მნიშვნელობა: ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებით, რომ იგი საინტერესო იქნება არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ყველასათვის, გაიგებენ, რომ სწორი კვება - ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას. საკვებიდან დიდი რაოდენობით უნდა მიიღონ ისეთი აუცილებელი ნივთიერებები , როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ვიტამინები, ნახშირწყლები, მინერალები. ოღონდ საკმარისი და არა - გადაჭარბებული რაოდენობით. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში სწორი კვების რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს, არაჯანსაღი კი __ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს; აგრეთვე ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია სპორტული გამაჯანსაღებელი ვარჯიშები.

        პროექტის აღწერა და განხორციელება

პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.

ჯანსაღი კვება აუცილებელია ზრდა/ განვითარებისათვის. მოზარდებს არა აქვთ სათანადო ცოდნა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვები მათი ორგანიზმისათვის. ბავშვების უმეტესობას უყვარს ისეთი საკვები, რომელიც ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

პროექტის განხორციელებისათვის გადავწყვიტე გარკვეული აქტივობების დასახვა, რომელიც დამეხმარებოდა დამენახვებინა სწორი კვებისა  და სპორტის  მნიშვნელობა მათი ჯანმრთელობისათვის.

მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

ბუნ: I.1 მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი  უნარ - ჩვევების დემონსტრირება.

·         უსაფრთხოების წესების დაცვით   მონაწილეობს მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში;

·         იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას ( მაგ: ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი მოსაზრებების ან/ და კვლევის სედეგების წარდგენისას.

ბუნ: I.2 მოსწავლემ უნდა შეძლოს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობის გაცნობიერება.

*მსჯელობს შეგრძნებებისა და შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობაზე ადამიანისათვის (მაგ:საკვების ვარგისიანობის დადგენა, ქუჩაში უსაფრთხოდ მოძრაობა ) და ცხოველებისათვის.

*ასახელებს პირადი ჰიგიენის ნივთებს, მსჯელობს ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე.

ფ. ა. I.1.მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

·         აღწერს ფიზიკური აქტივობის შემდეგ სხეულის მოვლის პროცედურებს.

·         იცავს უსაფრთხოების წესებს მოძრავი თამაშების, ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების დროს.

·         იცავს უსაფრთხოების წესებს სპორტულ ინვენტართან მიმართებაში.

მიმართულება: აქტიური მონაწილეობა

ფ. ა.I.3 . მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობაში.

*აქტიურად მონაწილეობს დაგეგმილ ფიზიკურ აქტივობებში ( მოძრავი თამაშები, ტანვარჯიში,...)

* თამაშისას იცავს დადგენილ წესებს

 

 

 

 

 

სამოქმედო გეგმა

აქტივობა

განხორციელებული

დრო

შენიშვნა

 

 

 

 

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან და პროექტის გეგმის

 შედგენა.

21.10.2021წ.

13.00

 

მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.

22.10.2021წ.

14:00

 

დისკუსია - მშობლებთან ონლაინ შეხვედრა,

როგორია მათი შვილების კვების რაციონი.

25.10.2021წ.

16:00

 

ლექცია: სპორტი და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში.

28.10.2021წ.

13:00

 

შეხვედრა სკოლის ექიმთან და მისი  რეკომენდაცია ჯანსაღი კვების შესახებ:

28.10.2021წ.

12:00

 

დღის რეჟიმის შედგენა.

29.10.2021წ.

14:00

 

პროექტის დახურვა

2.11.2021წ,

12:00

 

 

 

 

 

 

1 ) საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან (VIკლასი)

     21 ოქტომბერი: გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილე მოსწავლეებთან. მათი მოსაზრების გათვალისწინებით, დავიწყეთ მუშაობა პროექტზე  „აირჩიე ცხოვრების ჯანსაღი წესი’’. რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობიერება.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

2) მოსამზადებელი სამუშაოები.  22 ოქტომბერი: საკლასო ოთახი მოეწყო სადისკუსიო ლექციისათვის. გაიკრა საინფორმაციო პლაკატები და სურათები სპორტის სხვადასხვა სახეობის შესახებ; კვების პირამიდის გამომსახველი ფოტო მასალა, არაჯანსაღი კვების მავნებლობის შესახებ. მოეწყო სპორტული მოედანი სხვადასხვა აქტივობების / ვარჯიშების ჩასატარებლად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3) დისკუსია - მშობლებთან შეხვედრა ( ჩემი შვილის კვების რაციონი )

25 ოქტომბერი:  მოეწყო კლასის მშობლებთან შეხვედრა, ისაუბრეს შვილების კვების რაციონზე. არასწორმა კვებამ რა სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმზე. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო  მე-6 კლასის მოსწავლეებმა. ასევე მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელმაც ისაუბრა იმ სავალალო შედეგებზე, რომლებიც თან ახლავს ისეთი  საკვების  მიღებას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. (სწრაფი კვბის ობიექტები. )

4) ლექცია თემაზე: „ სპორტი და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში’’

28 ოქტომბერი:  გაიმართა ლექცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა მე-6 კლასის მოსწავლეები. ასევე სკოლის დირექტორი და ქიმიის  მასწავლებელი. თემის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა სპორტის მასწავლებელმა.

ლექციის დასრულების შემდეგ მე-6 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს  ვარჯიშები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები და მოძრავი თამაშები.

6) დღის რეჟიმის შედგენა:

29 ოქტომბერი:  მოეწყო შეკრება თემის „ შევადგინოთ დღის რეჟიმი’’ განსახორციელებლად. დღის რეჟიმი, ეს არის ჩვენი საქმიანობის წესრიგში მოყვანა მთელი დღის განმავლობაში.

დღის რეჟიმი :

·         გაღვიძება

·         დილი ვარჯიში

·         პირადი ჰიგიენა

·          საუზმე

·         სკოლაში მეცადინეობა

·         სადილი

·         გაკვეთილის მომზადება

·         ვახშამი

·          სუფთა ჰაერზე გასეირნება / გართობა

·         ძილი

რატომ არის საჭირო კვება: „ ხე ძლიერია თავისი ფესვებით, ადამიანი საკვებით’’

·         რომ ვიცოცხლოთ

·         რომ ვიყოთ ჯანმრთელი და მხიარული

·         რომ გავიზარდოთ

 

7) პროექტის შეჯამება და პრეზენტაცია

 2 ნოენბერი:  გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, შეჯამება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული დღის რეჟიმი „ სურათები ბოსტნეულითა და ხილით’’. ვესტუმრეთ ბოტანიკურ ბაღს. გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდეს მომავალ სასწავლო წელსაც.

ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის სწორად შედგენილი დღის რეჟიმი, ჯანსაღი კვება, თბილი ოჯახური გარემო და მშვიდი სულიერი ცხოვრება, ამას პატარაობიდანვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი.

პროექტის რესურსები:

ა) გამოყენებული ლიტერატურა:

ბ) ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი

 

 

 

 

 

 

 

 

რეფლექსია

             2021წლის  2 ნოემებრს სსიპ ქალაქ თბილისის N88 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი: „ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია’’ პროექტის ძირითადი მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეთვითცნობიერებინათ, თუ რა დამღუპველი შედეგი მოაქვს ორგანიზმისათვის, არაჯანსაღი საკვების მიღებას, ფიზიკური აქტოვობების გარეშე ცხოვრებას, ხოლო რა სიკეთე - ჯანსაღი ცხოვრების წესს.

             თავდაპირველად პროექტის იდეა განვიხილეთ მოსწავლეებთან ერთად. დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვა დამეხმარა გამეგო რა საჭირო ინფორმაციას ფლობდნენ ჯანსაღი კვების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ბავშვთა უმრავლესობას მოსწონს სწრაფი კვების პროდუქტების მირთმევა, მიუხედავად მშობლების მცდელობისა, იკვებონ სწორად, სასარგებლო პროდუქტებით, ბავშვები მაინც მიირთმევენ გაზიან სასმელებს, ტკბილეულს.... დავსახეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც დაგვეხმარებოდა პროექტის განხორციელებაში. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა.

საინტერესოდ წარმართეს  მოსამზადებელი სამუშაოები მოსწავლეებმა, ჩემი დახმარებით, მოაწყვეს საკლასო ოთახი და მოედანი სხვადასხვა აქტივობების შესასრულებლად. პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა ჩატარდა მაღალ დონეზე.

          „ სწორი კვების პირამიდის’’ ნახვის შემდეგ, გაიგეს რომელი პროდუქტებია  ჯანმრთელობისათვის აუცილებელი. ამომწურწვი ინფორმაცია მიაწოდა პედიატრმა, ყველა დასმულ შეკითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. პროექტი დავასრულეთ ნამუშევრების გამოფენით და ბოტანიკური ბაღის სტუმრობით. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ მიღებული უნარ - ჩვევებით.

         პროექტი წარმატებით განხორციელდა , გააცნობიერეს სწორი კვების რაციონი, იკვებონ, ივარჯიშონ რადგან, „ ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია.’’

სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალ სასწავლო წელსაც განვახორციელოთ მსგავსი სახის პროექტი.

პროექტის მიზანი და შედეგი მიღწეულ იქნა. მისი ძლიერ მხარედ  მიმაჩნია ის, რომ მომავალში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას.

 

პროექტის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ სკოლის ფეისბუქგვერდზე:  თბილისი 88-ე საჯარო სკოლა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                        სოციალური პროექტი  „დარგე ხე“

ავტორი :ირმა შარაბიძე

კლასი - VI, IX

ვადა  17.05.2022წ-3.06.2022წ.

 

       სოციალური პროექტი  „დარგე ხე“

                                                პროექტის აქტუალობა

    დღევანდელი სკოლის პრიორიტეტად სწავლისა და სწავლების დონის ამაღლებასთან ერთად საჭიროა ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება, შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. თითოეული ჩვენგანის - ოჯახის , სკოლის და საზოგადოების მიზანია ვასწავლოთ ახალგაზრდებს,  როგორ შეუწყონ ხელი სამყაროს,  რომ მათ ირგვლივ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო.  წარმოდგენილმა პროექტმა უნდა  გააერთიანოს სკოლა,  ოჯახი  და  საზოგადოება, თვალნათელი გახადოს ის ხარვეზები, რაც ხელს უშლის მათი ცხოვრების ჯანსაღი წესისა თუ სამაგალითო ჩვევების დამკვიდრებას. მოსწავლეებს ამ მიზნის მიღწევას  დიდად შეუწყობს ხელს მშობლების, პედაგოგების  ჩართულობა. განხორციელებული აქტივობებით მოსწავლეებს  უნდა მივაწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია, რათა დავარწმუნოთ, რომ ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება ნამდვილადაა ჯანმრთელობის ნობათი. ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის ცხოვრების ხარისხის  მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი ხშირად ვხვდებით ეკოლოგიური გარემოს დაბინძურების ფაქტებს: ვხედავთ დაბინძურებულ ქუჩებს,  ნადგურდება ხეები, ჰაერი გაჟღენთილია მავნე გამონაბოლქვით..., რაც ხელს უწყობს ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების გავრცელებას. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე,  მოსწავლეებს ვთხოვე, მშობლებთან ერთად მოიძიონ ინფორმაცია მარადმწვანე მცენარეებზე, განსაკუთრებით ნაძვზე, რადგან ნაძვის ხე უხვად გამოყოფს ჟანგბადს, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. მთავარია, მოვუწოდოთ მოსწავლეებსა და მშობლებს ,,დარგე ხე“.

პროექტის ხანგრძლივობა  -  3 კვირა  17.05.2022წ-3.06.2022წ.

                                                    მიზანი

მოსწავლეებში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება, შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

                                  ამოცანები და განხორციელების გზები

           პროექტში მონაწილე მოსწავლეები- მე-6, მე-9  კლასის მოსწავლეები.

              განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:

პირველი ნაბიჯი   18.05-დან   23.05-მდე  მოსწავლეებს ვავალებ ინტერნეტისა და ლიტერატურის გამოყენებით შეისწავლონ საქართველოში არსებული მარადმწვანე მცენარეები , მათთან დაკავშირებით გააკეთონ პრეზენტაციები.

  მეორე ნაბიჯი  24.05-დან  27.05.- მდე  ჩავატარებთ თავისუფალ გაკვეთილებს ,სადაც ვისაუბრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტყის საფარის შენარჩუნება  და მოვლა-პატრონობა.

  მესამე ნაბიჯი 30.05-დან    პროექტის ფარგლებში დავასუფთავებთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს და დავრგავთ ხეებს.

  მეოთხე ნაბიჯი  31.05.-დან 3.06 -მდესკოლაში მოვაწყობთ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პოსტერები, რომლებსაც მოსწავლეები დაამზადებენ.                                

                                                           შედეგი

 

ა) მოხდება ადამიანის ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება.

ბ) მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ იმისთვის, რომ, მათ ირგვლივ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

გ)მოეწყობა გამოფენა „დავრგოთ ხე და ვიცხოვროთ სუფთა გარემოში!“

                                     პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?

2.  რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?

3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?

4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?

5. განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;

6.  მომავალში  მეტი ყურადღება რას მივაქციო?

 

 

 

 

                                           რეფლექსია განხორციელებულ  პროექტზე

            ადამიანისათვის ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია მუდმივად საჭირო თანამგზავრია.  ამიტომაც გადავწყვიტე გამეკეთებინა სოციალური პროექტი. ვიცით, რომ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემო, საზოგადოებისათვის მუდმივად წარმოადგენს საფრთხეს და ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტან საშიშროებას. ვფიქრობ, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და მსგავსი პროექტის დანერგვის  ლოგიკური სვლები ახალგაზრდებს მუდმივად სჭირდებათ, რათა თავად დაასკვნან, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობისათვის თავად უნდა იზრუნოს და დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ყველას დიდსა თუ პატარას შეუძლია გაამწვანოს  ეზო, ქუჩა, გარემო, გადაარჩინოს ბუნება, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ იმ  გარემოს, სადაც ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ. ბუნება ადამიანისგან შველას ითხოვს.  ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ყველასთვის.

                      მიზანი:

·     მოსწავლეთა  ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;

·      სკოლის მოსწავლეებში ეკო-კულტურული ცნობიერების ამაღლება

პირველი ნაბიჯი __   მოსწავლეებს დავავალე  ინტერნეტისა და ლიტერატურის გამოყენებით შეესწავლათ საქართველოში არსებული მარადმწვანე მცენარეები , მათთან დაკავშირებით გააკეთეს პრეზენტაციები.

მეორე ნაბიჯი-  __ჩავატარეთ  თავისუფალი გაკვეთილები ,სადაც ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტყის საფარის შენარჩუნება  და მოვლა-პატრონობა.

მესამე ნაბიჯი- --------------პროექტის ფარგლებში დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დავრგეთ  ხეები.

  მეოთხე ნაბიჯი -   სკოლაში მოვაწყვეთ  გამოფენა, სადაც  მოწავლეებმა წარმოადგინენ სხვადასხვა პოსტერები, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები მოუწოდებდნენ სხვებსაც ეზრუნათ ბუნების გადასარჩენად.

           თავისუფალი გაკვეთილეის ფარგლებში ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეკო-კულტურა, რა უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად.   რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რამდენად მნიშვნელოვანია  სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, სხვადასხვა მავნე ჩვეულების დროულად აღმოფხვრა.  მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრე ხეების მოვლა -პატრონობის აუცილებლობაზე. აღნიშნული გაკვეთილების ფარგლებში მოწყობილი საუბრების, დისკუსიების შედეგად მოსწავლეები დარწმუნდნენ იმაში , რომ ჩვენ მიერ დარგულმა ხემ რამდენი სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ადამიანებს. მოსწავლეებმა  დიდი სიხარულითა და მონდომებით  დარგეს ხეები, და აგრძელებენ მათზე მზრუნველობას. პროექტის დასასრულს, მოეწყო გამოფენა.  მშობელმაც დიდი კმაყოფილება გამოხატა ამ აქციის  გამო.

              

                          პროექტის მონიტორინგი

1.    მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?

პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია.

2.    რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?

3.    რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?

4.     რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?

5.    პროექტის აქტივობები გეგმის გათვალისწინებული ყველა აქტივობა  განხორციელდა, მსვლელობისას რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა.

6.     მომავალში უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ, რომ ადამიანური რესურსი გამოვიყენო მოსწავლეთა სასარგებლოდ. სკოლაში განვახორციელებ მშობელთა ჩართულობის პროგრამას.