Wednesday, June 15, 2022

 

                        სოციალური პროექტი  დარგე ხე

ავტორი :ირმა შარაბიძე

კლასი - VI, IX

ვადა  17.05.2022წ-3.06.2022წ.

 

       სოციალური პროექტი  „დარგე ხე“

                                                პროექტის აქტუალობა

    დღევანდელი სკოლის პრიორიტეტად სწავლისა და სწავლების დონის ამაღლებასთან ერთად საჭიროა ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება, შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. თითოეული ჩვენგანის - ოჯახის , სკოლის და საზოგადოების მიზანია ვასწავლოთ ახალგაზრდებს,  როგორ შეუწყონ ხელი სამყაროს,  რომ მათ ირგვლივ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო.  წარმოდგენილმა პროექტმა უნდა  გააერთიანოს სკოლა,  ოჯახი  და  საზოგადოება, თვალნათელი გახადოს ის ხარვეზები, რაც ხელს უშლის მათი ცხოვრების ჯანსაღი წესის თუ სამაგალითო ჩვევების დამკვიდრებას. მოსწავლეებს ამ მიზნის მიღწევას  დიდად შეუწყობს ხელს მშობლების, პედაგოგების  ჩართულობა. განხორციელებული აქტივობებით მოსწავლეებს  უნდა მივაწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია, რათა დავარწმუნოთ, რომ ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება ნამდვილადაა ჯანმრთელობის ნობათი. ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის ცხოვრების ხარისხის  მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი ხშირად ვხვდებით ეკოლოგიური გარემოს დაბინძურების ფაქტებს: ვხედავთ დაბინძურებულ ქუჩებს,  ნადგურდება ხეები, ჰაერი გაჟღენთილია მავნე გამონაბოლქვით..., რაც ხელს უწყობს ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების გავრცელებას. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე,  მოსწავლეებს ვთხოვ, მშობლებთან ერთად მოიძიონ ინფორმაცია მარადმწვანე მცენარეებზე, განსაკუთრებით ნაძვზე, რადგან ნაძვის ხე უხვად გამოყოფს ჟანგბადს, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. მთავარია, მოვუწოდოთ მოსწავლეებსა და მშობლებს ,,დარგე ხე“.

პროექტის ხანგრძლივობა  -  3 კვირა  17.05.2022წ-3.06.2022წ.

                                                    მიზანი

მოსწავლეებში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება, შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

                                  ამოცანები და განხორციელების გზები

           პროექტში მონაწილე მოსწავლეები- მე-6, მე-9  კლასის მოსწავლეები.

              განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:

პირველი ნაბიჯი   18.05-დან   23.05-მდე  მოსწავლეებს ვავალებ ინტერნეტისა და ლიტერატურის გამოყენებით შეისწავლონ საქართველოში არსებული მარადმწვანე მცენარეები , მათთან დაკავშირებით გააკეთონ პრეზენტაციები.

  მეორე ნაბიჯი  24.05-დან  27.05.- მდე  ჩავატარებთ თავისუფალ გაკვეთილებს ,სადაც ვისაუბრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტყის საფარის შენარჩუნება  და მოვლა-პატრონობა.

  მესამე ნაბიჯი 30.05-დან    პროექტის ფარგლებში დავასუფთავებთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს და დავრგავთ ხეებს.

  მეოთხე ნაბიჯი  31.05.-დან 3.06 -მდესკოლაში მოვაწყობთ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პოსტერები, რომლებსაც მოსწავლეები დაამზადებენ.                                

                                                           შედეგი

 

) მოხდება ადამიანის ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება.

) მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ იმისთვის, რომ, მათ ირგვლივ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

)მოეწყობა გამოფენა დავრგოთ ხე და ვიცხოვროთ სუფთა გარემოში!“

                                     პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?

2.  რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?

3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?

4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?

5. განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;

6.  მომავალში  მეტი ყურადღება რას მივაქციო?

 

 

 

 

                                           რეფლექსია განხორციელებულ  პროექტზე

            ადამიანისათვის ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია მუდმივად საჭირო თანამგზავრია.  ამიტომაც გადავწყვიტე გამეკეთებინა სოციალური პროექტი. ვიცით, რომ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემო, საზოგადოებისათვის მუდმივად წარმოადგენს საფრთხეს და ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტან საშიშროებას. ვფიქრობ, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და მსგავსი პროექტის დანერგვის  ლოგიკური სვლები ახალგაზრდებს მუდმივად სჭირდებათ, რათა თავად დაასკვნან, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობისათვის თავად უნდა იზრუნოს და დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ყველას დიდსა თუ პატარას შეუძლია გაამწვანოს  ეზო, ქუჩა, გარემო, გადაარჩინოს ბუნება, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ იმ  გარემოს, სადაც ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ. ბუნება ადამიანისგან შველას ითხოვს.  ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ყველასთვის.

                      მიზანი:

·     მოსწავლეთა  ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;

·      სკოლის მოსწავლეებში ეკო-კულტურული ცნობიერების ამაღლება

პირველი ნაბიჯი __   მოსწავლეებს დავავალე  ინტერნეტისა და ლიტერატურის გამოყენებით შეესწავლათ საქართველოში არსებული მარადმწვანე მცენარეები , მათთან დაკავშირებით გააკეთეს პრეზენტაციები.

მეორე ნაბიჯი-  __ჩავატარეთ  თავისუფალ გაკვეთილები ,სადაც ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტყის საფარის შენარჩუნება  და მოვლა-პატრონობა.

მესამე ნაბიჯი- --------------პროექტის ფარგლებში დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დავრგეთ  ხეები.

  მეოთხე ნაბიჯი -   სკოლაში მოვაწყვეთ  გამოფენა, სადაც  მოწავლეებმა წარმოადგინენ სხვადასხვა პოსტერები, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები მოუწოდებდნენ სხვებსაც ეზრუნათ ბუნების გადასარჩენად.

           თავისუფალი გაკვეთილეის ფარგლებში ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეკო-კულტურა, რა უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად  რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რამდენად მნიშვნელოვანია  სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, სხვადასხვა მავნე ჩვეულების დროულად აღმოფხვრამოსწავლეებთან ერთად ვისაუბრე ხეები მოვლა -პატრონობის აუცილებლობაზე. აღნიშნული გაკვეთილების ფარგლებში მოწყობილი საუბრების, დისკუსიების შედეგად მოსწავლეები დარწმუნდნენ იმაში , რომ ჩვენ მიერ დარგულმა ხემ რამდენი სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ადამიანებს. მოსწავლეებმა  დიდი სიხარულითა და მონდომებით  დარგეს ხეები, და აგრძელებენ მათზე მზრუნველობას. პროექტის დასასრულს, მოეწყო გამოფენა.  მშობელმაც დიდი კმაყოფილება გამოხატა ამ აქციის  გამო.

              

                          პროექტის მონიტორინგი

1.    მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?

პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია.

2.    რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?

3.    რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?

4.     რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?

5.    პროექტის აქტივობები გეგმის გათვალისწინებული ყველა აქტივობა  განხორციელდა, მსვლელობისას რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა.

6.     მომავალში უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ, რომ ადამიანური რესურსი გამოვიყენო მოსწავლეთა სასარგებლოდ. სკოლაში განვახორციელებ მშობელთა ჩართულობის პროგრამას.

 

 

 

 

 

No comments:

Post a Comment