პროექტი
პროექტის ხელმძღვანელი ირმა შარაბიძე
კლასი VI
ვადები: 21.10.21—2.11.2021წ.
პროექტის აღწერილობა
პროექტის სახელწოდება
- „აირჩიე ცხოვრების ჯანსაღი წესი’’
შესავალი: - პროექტის მიზანი: - „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს’’.
პროექტის მნიშვნელობა: ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებით, რომ იგი
საინტერესო იქნება არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ყველასათვის, გაიგებენ, რომ
სწორი კვება - ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა
სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას. საკვებიდან დიდი რაოდენობით უნდა
მიიღონ ისეთი აუცილებელი ნივთიერებები , როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ვიტამინები, ნახშირწყლები,
მინერალები. ოღონდ საკმარისი და არა - გადაჭარბებული რაოდენობით. ჯანსაღი ცხოვრების
წესის პოპულარიზაციაში სწორი კვების რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს, არაჯანსაღი კი
__ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს; აგრეთვე ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია
სპორტული გამაჯანსაღებელი ვარჯიშები.
პროექტის
აღწერა და განხორციელება
პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო
საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო
გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.
ჯანსაღი კვება აუცილებელია ზრდა/ განვითარებისათვის.
მოზარდებს არა აქვთ სათანადო ცოდნა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი
საკვები მათი ორგანიზმისათვის. ბავშვების უმეტესობას უყვარს ისეთი საკვები, რომელიც
ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.
პროექტის განხორციელებისათვის გადავწყვიტე გარკვეული
აქტივობების დასახვა, რომელიც დამეხმარებოდა დამენახვებინა სწორი კვებისა და სპორტის
მნიშვნელობა მათი ჯანმრთელობისათვის.
მისაღწევი შედეგები და
მათი ინდიკატორები
ბუნ: I.1
მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა
და ელემენტარული კვლევითი უნარ - ჩვევების
დემონსტრირება.
·
უსაფრთხოების
წესების დაცვით მონაწილეობს მარტივ პრაქტიკულ
აქტივობებში;
·
იყენებს
კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას ( მაგ: ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი მოსაზრებების
ან/ და კვლევის სედეგების წარდგენისას.
ბუნ: I.2 მოსწავლემ
უნდა შეძლოს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობის გაცნობიერება.
*მსჯელობს შეგრძნებებისა და შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობაზე
ადამიანისათვის (მაგ:საკვების ვარგისიანობის დადგენა, ქუჩაში უსაფრთხოდ მოძრაობა )
და ცხოველებისათვის.
*ასახელებს პირადი ჰიგიენის ნივთებს, მსჯელობს ჰიგიენის
წესების დაცვის მნიშვნელობაზე.
ფ. ა. I.1.მოსწავლემ
უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.
მიმართულება: ჯანმრთელობა
და უსაფრთხოება
·
აღწერს
ფიზიკური აქტივობის შემდეგ სხეულის მოვლის პროცედურებს.
·
იცავს
უსაფრთხოების წესებს მოძრავი თამაშების, ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების დროს.
·
იცავს
უსაფრთხოების წესებს სპორტულ ინვენტართან მიმართებაში.
მიმართულება: აქტიური მონაწილეობა
ფ. ა.I.3 . მოსწავლემ უნდა შეძლოს
მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ ელემენტარულ
ფიზიკურ აქტივობაში.
*აქტიურად მონაწილეობს დაგეგმილ ფიზიკურ აქტივობებში
( მოძრავი თამაშები, ტანვარჯიში,...)
* თამაშისას იცავს დადგენილ წესებს
სამოქმედო გეგმა
აქტივობა |
განხორციელებული |
დრო |
შენიშვნა |
|
|
|
|
საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან და
პროექტის გეგმის შედგენა. |
21.10.2021წ. |
13.00 |
|
მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან
დაკავშირებით. |
22.10.2021წ. |
14:00 |
|
დისკუსია - მშობლებთან ონლაინ შეხვედრა, როგორია მათი შვილების კვების რაციონი. |
25.10.2021წ. |
16:00 |
|
ლექცია: სპორტი და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების
წესის ჩამოყალიბებაში. |
28.10.2021წ. |
13:00 |
|
შეხვედრა სკოლის ექიმთან და მისი რეკომენდაცია ჯანსაღი კვების შესახებ: |
28.10.2021წ. |
12:00 |
|
დღის რეჟიმის შედგენა. |
29.10.2021წ. |
14:00 |
|
პროექტის დახურვა |
2.11.2021წ, |
12:00 |
|
|
|
|
|
1 ) საინფორმაციო
შეხვედრა მოსწავლეებთან (VIკლასი)
21
ოქტომბერი: გაიმართა საინფორმაციო
შეხვედრა პროექტის მონაწილე მოსწავლეებთან. მათი მოსაზრების გათვალისწინებით, დავიწყეთ
მუშაობა პროექტზე „აირჩიე ცხოვრების ჯანსაღი
წესი’’. რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობიერება.
2) მოსამზადებელი სამუშაოები. 22 ოქტომბერი:
საკლასო ოთახი მოეწყო სადისკუსიო ლექციისათვის. გაიკრა საინფორმაციო პლაკატები და სურათები
სპორტის სხვადასხვა სახეობის შესახებ; კვების პირამიდის გამომსახველი ფოტო მასალა,
არაჯანსაღი კვების მავნებლობის შესახებ. მოეწყო სპორტული მოედანი სხვადასხვა აქტივობების
/ ვარჯიშების ჩასატარებლად.
3) დისკუსია - მშობლებთან შეხვედრა ( ჩემი შვილის კვების რაციონი
)
25 ოქტომბერი: მოეწყო კლასის მშობლებთან შეხვედრა, ისაუბრეს შვილების
კვების რაციონზე. არასწორმა კვებამ რა სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო მე-6 კლასის
მოსწავლეებმა. ასევე მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ბიოლოგიის მასწავლებელი,
რომელმაც ისაუბრა იმ სავალალო შედეგებზე, რომლებიც თან ახლავს ისეთი საკვების
მიღებას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. (სწრაფი კვბის ობიექტები. )
4) ლექცია თემაზე: „ სპორტი
და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში’’
28 ოქტომბერი:
გაიმართა ლექცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა
მე-6 კლასის მოსწავლეები. ასევე სკოლის დირექტორი და ქიმიის მასწავლებელი. თემის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა სპორტის
მასწავლებელმა.
ლექციის დასრულების შემდეგ მე-6 კლასის მოსწავლეებმა
შეასრულეს ვარჯიშები, სხვადასხვა სპორტული
აქტივობები და მოძრავი თამაშები.
6) დღის რეჟიმის შედგენა:
29 ოქტომბერი:
მოეწყო შეკრება თემის „ შევადგინოთ დღის რეჟიმი’’
განსახორციელებლად. დღის რეჟიმი, ეს არის ჩვენი საქმიანობის წესრიგში მოყვანა მთელი
დღის განმავლობაში.
დღის რეჟიმი :
·
გაღვიძება
·
დილი
ვარჯიში
·
პირადი
ჰიგიენა
·
საუზმე
·
სკოლაში
მეცადინეობა
·
სადილი
·
გაკვეთილის
მომზადება
·
ვახშამი
·
სუფთა ჰაერზე გასეირნება / გართობა
·
ძილი
რატომ არის საჭირო კვება: „ ხე ძლიერია თავისი ფესვებით, ადამიანი საკვებით’’
·
რომ ვიცოცხლოთ
·
რომ ვიყოთ
ჯანმრთელი და მხიარული
·
რომ გავიზარდოთ
7) პროექტის შეჯამება და
პრეზენტაცია
2 ნოენბერი:
გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, შეჯამება.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული დღის რეჟიმი „ სურათები ბოსტნეულითა
და ხილით’’. ვესტუმრეთ ბოტანიკურ ბაღს. გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდეს
მომავალ სასწავლო წელსაც.
ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის სწორად შედგენილი დღის
რეჟიმი, ჯანსაღი კვება, თბილი ოჯახური გარემო და მშვიდი სულიერი ცხოვრება, ამას პატარაობიდანვე
უნდა ჩავუყაროთ საფუძველი.
პროექტის რესურსები:
ა) გამოყენებული ლიტერატურა:
ბ) ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი
რეფლექსია
2021წლის 2 ნოემებრს სსიპ ქალაქ თბილისის
N88 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი: „ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია’’ პროექტის
ძირითადი მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეთვითცნობიერებინათ, თუ რა დამღუპველი შედეგი მოაქვს
ორგანიზმისათვის, არაჯანსაღი საკვების მიღებას, ფიზიკური აქტოვობების გარეშე ცხოვრებას,
ხოლო რა სიკეთე - ჯანსაღი ცხოვრების წესს.
თავდაპირველად პროექტის იდეა განვიხილეთ მოსწავლეებთან ერთად. დასაწყისში ჩატარებული
გამოკითხვა დამეხმარა გამეგო რა საჭირო ინფორმაციას ფლობდნენ ჯანსაღი კვების შესახებ.
აღმოჩნდა, რომ ბავშვთა უმრავლესობას მოსწონს სწრაფი კვების პროდუქტების მირთმევა, მიუხედავად
მშობლების მცდელობისა, იკვებონ სწორად, სასარგებლო პროდუქტებით, ბავშვები მაინც მიირთმევენ
გაზიან სასმელებს, ტკბილეულს.... დავსახეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც დაგვეხმარებოდა
პროექტის განხორციელებაში. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა.
საინტერესოდ წარმართეს მოსამზადებელი სამუშაოები მოსწავლეებმა, ჩემი დახმარებით,
მოაწყვეს საკლასო ოთახი და მოედანი სხვადასხვა აქტივობების შესასრულებლად. პროექტით
გათვალისწინებული ყველა აქტივობა ჩატარდა მაღალ დონეზე.
„
სწორი კვების პირამიდის’’ ნახვის შემდეგ, გაიგეს რომელი პროდუქტებია ჯანმრთელობისათვის აუცილებელი. ამომწურწვი ინფორმაცია
მიაწოდა პედიატრმა, ყველა დასმულ შეკითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. პროექტი დავასრულეთ
ნამუშევრების გამოფენით და ბოტანიკური ბაღის სტუმრობით. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ
მიღებული უნარ - ჩვევებით.
პროექტი
წარმატებით განხორციელდა , გააცნობიერეს სწორი კვების რაციონი, იკვებონ, ივარჯიშონ
რადგან, „ ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია.’’
სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალ სასწავლო წელსაც განვახორციელოთ
მსგავსი სახის პროექტი.
პროექტის მიზანი და შედეგი მიღწეულ იქნა. მისი ძლიერ
მხარედ მიმაჩნია ის, რომ მომავალში გავითვალისწინებ
მიღებულ გამოცდილებას.
პროექტის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ სკოლის ფეისბუქგვერდზე: თბილისი 88-ე საჯარო სკოლა
No comments:
Post a Comment