სსიპ თბილისის
88-ე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის-ირმა შარაბიძის პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიში:
XI კლასში ესეის წერის სირთულის კვლევა ქართულ ენასა და
ლიტერატურაში და მისი გადაჭრის გზების ძიება
შესავალი --------------------------------------------------------------------3გვ.
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის
მიზანი და ამოცანები
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ
--------------------------------------------------------4გვ.
1.2 საკვლევი საკითხის მიმოხილვა -----------------------------------------------------4გვ.
1.3 პრობლემის აქტუალობის დასაბუთება----------------------------------------------5გვ.
1.4 კვლევის მიზანები და ამოცანები-----------------------------------------------------5გვ.
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი და ჰიპოთეზა ---------------------------------------------6გვ.
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
-------------------------------------------------------------6-8გვ.
თავი IV
კვლევის დიზაინი
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი --------------------------------------------------------------8გვ.
4.2 კვლევის მეთოდები --------------------------------------------------------------------9გვ.
4.3 კვლევის ვადები ----------------------------------------------------------------------9-10გვ.
თავი V
კვლევის შედეგები
5.1 მონაცემთა ანალიზი ----------------------------------------------------------------10-11გვ.
5.2 კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები
--------------------------------------------12გვ.
თავი VI
ინტერვენციის (ჩარევის) განხორციელება და შეფასება
6.1 ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება----------------------------------------13გვ.
6.2 ინტერვენციის შეფასება-----------------------------------------------------------------14გვ.
თავი VII
დასკვნა
---------------------------------------------------------------------------------------14გვ.
ბიბლიოგრაფია
------------------------------------------------------------------------------15გვ.
დანართები
--------------------------------------------------------------------------------16-18გვ.
შესავალი
განათლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას და ქვეყნის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან პირობას.
ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების სისტემის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შედეგებზე ორიენტირებული, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწავლება განაპირობებს
მოზარდთა გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას.
საქართველოს
განათლების სისტემაში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა განათლების მართვის, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების, განათლების გარემოს განვითარების ხელშეწყობისა
და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. შემუშავდა და დამტკიცდა საშუალო საფეხურის შინაარსობრივად და სტრუქტურულად განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა და დაინერგა ახალი სტანდარტების შესაბამისი ტექნიკურად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები.
ქართული ენის
სრულფასოვანი სწავლა ყველა ქართველის მოვალეობაა, ამიტომ ღირსეულად უნდა შევძლოთ მისი
სწავლა, დაცვა და იმ ღირებულებების გაგრძელება,
რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა
ქართული ლიტერატურა
საუკუნეებს ითვლის და ამ ხნის მანძილზე ღირსეულად ვიცავთ ჩვენს ინდივიდობას, სხვა ენებს შორის მყარად დგას და ვითარდება ქართული ენა . მიმაჩნია,
რომ მოსწავლეს არ უნდა ჭირდებოდეს, თუ როგორი ხარისხით უნდა ფლობდეს საკუთარ ენას, რადგან ენის
განადგურებიდან ქვეყნის განადგურებამდე ერთი ნაბიჯია.
ეს ზოგადად
ქართული ენის და იმ ტკივილის შესახებ, რაც
ყველა მასწავლებელს აწუხებს, რადგან მიგვაჩნია,
რომ რატომღაც იკლო წიგნიერების დონემ და ქართული ენის მიმართ მიდგომებებმაც მოსწავლეებში. დღეს რატომღაც „მოდური“ უცხო
ენა გახდა და ჩვენდა სამწუხაროდ, კვლავ გაგვახსენდა კონსტანტინეს სიტყვები: “სხვის
ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს“...
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მიზანია მოსწავლეებში
გავიგო სად აწყდებიან სირთულეს ესეს წერისას და სად არის პრობლემა. როცა ჩავატარე გამოკითხვა,
ვიდრე ესეს წერას დავიწყებდით, დავსვი კითხვა მოსწავლეებთან:
რა გიჭირთ ქართულ ენაში? თემის წერა, გააზრება
თუ ანალიტიკური უნარის გამოყენება? ერთხმად
მივიღე პასუხი - ესეს წერა.
სწორედ ამ
კითხვაზე პასუხი გახდა იმპულსი განმეხორციელებინა კვლევა, რომელიც დამეხმარებოდა გამეგო
ესეს წერის რა ნაწილში იყო პრობლემა, ესეს აგების ნაწილში თუ არგუმენტაციაში? და გაირკვა,
რომ არგუმენტაცია უჭირს მოსწავლეთა 54%-ს,
ხოლო აგება-დასკვნა უჭირს 45%. პროცენტული
მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ არც ისე კარგი შედეგია.
რა არის ესეი? ( გავრცელებული ფორმა ესე არასწორია),არგუმენტირებული
ესეი მოითხოვს მსჯელობის უნარს, თემის ორგანიზების უნარს,არგუმენტების მოყვანას და
საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარს,
რაც მოსწავლეს დღესდღეობით დაქვეითებული აქვს.
ამის გამომწვევი მიზეზი ბევრი არსებობს, კერძოდ, პირველი და უმთავრესი: წიგნიერების დაბალი დონე,
კომპიუტერთან მუდმივი დამოკიდებულება, ტექსტის გააზრების და წერის ოგანიზების უნარის დაქვეითება.
საკვანძო სიტყვები: ესეი,
კვლევა, სკოლა.
1.1.ინფორმაცია სკოლის
თბილისის 88-ე საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელს სწავლობს 314 მოსწავლე და მუშაობს 28 სკოლას აქვს ინკლუზიური განათლება, მიმდინარე სასწავლო წელს ჰყავდა 10 სსსმ მოსწავლე და ორი სპეც. მასწავლებელი. სკოლა არის აღჭურვილი ყველა სახის ინვენტარით. აქვს რესურს ოთახი სადაც გათვლისწინებულია მოსწავლეთა საჭიროებები. ასვე აქვს
ბიბლიოთეკა, ქიმიის, ფიზიკის, კომპიუტერული ლაბორატორიები, აგრეთვე აქვს სპორტული დარბაზი და მოედანი, ჰყავს ექიმი. სკოლაში შექმნილია უსაფრთხო გარემო. პედაგოგებს და მოსწავლეებს აქვთ მეგობრული ურთიერთობა. მასწავლებლები მუდმივად ეცნობიან
სიახლეებს და ესწრებიან ტრენინგებს. იმაღლებენ კვალიფიკაციას.
ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: სარჩევი, შესავალი, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, ლიტერატურის მიმოხილვა, კვლევის ინსტრუმენტები და შერჩევის სტრატეგია, მონაცემთა ანალიზი, ძირითადი მიგნებები,ინტერვენციები, ინტერვენციების შეფასება, დასკვნა, დანართები, ბიბლიოგრაფია.
კვლევის მიზნები და ამოცანები:
კვლევის მიზანია
გავარკვიო მოსწავლეებში, რა იწვევს ესეის წერის სირთულეს და როგორ დავიყვანო საკითხი
მინიმუმადე.
·
მთავარი
ამოცანაა მოსწავლემ მიიღოს სრულფასოვანი განათლება
·
იცოდეს საკუთარი ენა და შეძლოს მისი დაცვა საჭიროების შემთხვევაში.
·
გაიაზროს
და ჩამოაყალიბოს ესეის სტუქტურა და მიზნები ისე, რომ დამოუკიდებლად შეძლოს დაწერა.
·
საჭიროა გააცნობიეროს ის უნარები, რაც მას სჭირდება ესის დაწერისას,
კითხვა, მსჯელობის უნარი.
ლიტერატურის მიმოხილვა:
ესეის წერისას
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ შემდეგი ნაბიჯები, რომელიც უნდა გავიაროთ მისი შექმნისას, პირველი
ისაა, რომ ჩამოვაყალიბოთ თემის სათაური, მეორე
გამოვკვეთოთ საკითხის აქტუალურობა და დავსვათ რიტორიკული შეკითხვა. გადავიდეთ არგუმენტაციაზე,
არგუმენტაციის დროს უნდა გვახსოვდეს ,რომ არგუმენტი არის ორი სახის: სუსტი და ძლიერი
არგუმენტი. სუსტი არგუმენტი დასაწყისში არ უნდა დავწეროთ, თუ საჭიროდ მივიჩნევთ უნდა
დავწეროთ ბოლოს.. ძლიერი არგუმენტებია: ლიტერატურული და ისტორიული არგუმენტი, ფილმი,
კვლევა... ნაწერში აუცილებელია მოვიყვანოთ ყველა ან სამი მაინც.. თუ გვინდა, რომ ნაწერი დამაჯერებელი იყოს.
გადავდივართ ესეის მესამე ნაწილზე, ეს არის დასკვნა. დასკვნაში კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ
მოსაზრებას და ვუბრუნდებით შესავალს. ერთხელ კიდევ განვაზოგადებთ და მერე ვწერთ საკუთარ
მოსაზრებას. მოსწავლეებს ხშირად ვუმეორებ ამ სტრუქტურას ვწერთ ერთად, მაგრამ საკითხი ბოლომდე მაინც არ არის მოგვარებული. იმისათვის,
რომ უფრო დამაჯერებელი გამხდარიყო ჩემი მოსაზრება
გავეცანი სხვადასხვა ლიტარატურას, მოსწავლეებთან
ერთად ვკითხულობდი და ვმსჯელობდი , თუ რა გამომადგებოდა
არგუმენტად ესეის წერის დროს.
კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთი ფორმა არის
ანალიტიკური წერა, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ
:“ კრიტიკული/ანალიტიკური აზროვნების გამოხატვის ერთ-ერთი
ფორმა არის კრიტიკული წერა. ანალიტიკური წერისას მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ,
რომ კონკრეტულ შემთხვევაში ტექსტის დანიშნულება არ არის მხოლოდ ინფორმაციის
მიწოდება. ანალიტიკური წერა შეფასების ერთგვარი ფორმაა, რომელიც წარმოადგენს
ავტორის პოზიციას, დაფუძნებულს, როგორც ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ფაქტებზე, ასევე
თქვენ მიერ ჩატარებულ ანალიზზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტექსტი
კრიტიკული თვალსაზრისით უნდა წაიკითხოთ, ანუ განსაზღვროთ:
- რა
ტიპის ტექსტთან გვაქვს საქმე;
- რა
ძირითადი იდეებია წამოჭრილი ტექსტში;
- რა
გავლენას ახდენს მკითხველზე;
- გამოკვეთილია
თუ არა ავტორის პოზიცია;
- რა
გზებით მიიღწევა ეს ეფექტი;
- რა
მიზანი ჰქონდა ავტორს და მიაღწია თუ არა თავის ამოცანას;
- იმ
შემთხვევაში, თუკი ავტორმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, რამ შეუშალა მას ამაში ხელი;
- ტექსტი
არგუმენტირებულია თუ
არა (საკმარისი
რაოდენობისა და სიძლიერის არგუმენტებია ჩამოყალიბებული
თუ არა; მრავალფეროვანია თუ არ არგუმენტები);
- მოცემულია
თუ არა კონკრეტული დასკვნები ან თუ იძლევა საშუალებას, ჩვენ თვითონ მივიდეთ
დასკვნამდე;
- ტექსტში
ინფორმაცია პირდაპირ, ღიად ჩანს თუ ქვეტექსტურადაა ნაგულისხმევი;
- რა
ინფორმაციაა ტექსტში და რა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას იძლევა იგი? უნდა გაიმიჯნოს ტექსტის ინფორმაცია და
თქვენეული ანალიზი;
- როგორი
ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ტექსტი;
- რამდენად
გამართულია ტექსტი ლოგიკური თანამიმდევრობის თვალსზრისით.
შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილ ყველა
შეკითხვაზე პასუხის გაცემისა და მათი წერილობითი ფიქსაციის შედეგად ვიღებთ
ანალიტიკურ ტექსტს.
იმისათვის, რომ ტექსტმა ანალიტიკური მსჯელობის სახე მიიღოს,
გამოიყენეთ ენობრივი კლიშეები ცალკეული წინადადებებისა და აბზაცების
დასაკავშირებლად.“(http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/wignebi/analitikuri%20werA/analitikuri_%20wera3.htm)
თითქმის
ყველა ჟანრის აკადემიური ნაშრომი არგუმენტირებას მოითხოვს. ვინაიდან ნებისმიერი ნაწაროების
მიზანია მკითხველის დარწმუნება, რომ რასაც მკითხველი ამბობს არის საინტერესო და
მნიშვნელოვანი. მოსწავლემ ზუსტად ამ საკითხზე უნდა იმუშაოს, როგორ უნდა დაარწმუნოს
მკითხველი მისი აზრის სიზუსტესა და ორიგინალურობაში.
როცა ნაწარმოების კითხვას ვიწყებთ ვცდილობთ
შევხედოთ ისეთი თვალით, რომ შევძლოთ მისი ბოლომდე წაკითხვა ის რაც არ
გვაინტერესებს არ ვკითხულობთ ბოლომდე, არც დიდები, ახალს არაფერს არ ვამბობ. ამიტომ
მოსწავლეებსაც ვცდილობ ავუხსნა, რომ მათი ესეის წერისას გაითვალსიწინონ აღნიშნული
ფაქტორები, უნდა დააინტერესონ მკითხვენლი:
“ცდა ბედის მონახევრეა”ქართული ანდაზა
“ლეს ესეის” – ასეთი სახელწოდება შეურჩია თავის გულწრფელ წიგნს ქალაქ ბორდოს მერმა მიშელ მონტენმა. ეს დიდი ხნის წინათ მოხდა – XVI
საუკუნეში. ფრანგი ინტელექტუალები წიგნის გამოქვეყნებას ორჭოფულად შეხვდნენ. ზოგმა აღფრთოვანება ვერ დამალა, ზოგმა – ფარული აგრესია და ირონიული დამოკიდებულება, რადგან ესსაი – ფრანგული სიტყვაა და ქართულად ცდას ნიშნავს,
მონტენმაც გადაწყვიტა, მტკიცე ნაბიჯი გადაედგა და ყველაფერი ეცადა საკუთარი თავის შესაცნობად, რათა ამ გზით მაინც ამოეცნო ადამიანური ბუნების საიდუმლო.
კაცობრიობის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს შეეხო ამ გამჭრიახი ადამიანის გონება. პედაგოგიკაც არ გამორჩენია და თავის წიგნში “ბავშვის აღზრდას” მთელი თავი დაუთმო: “მე არ მსურს, რომ მხოლოდ მასწავლებელი წყვეტდეს ყველაფერს, მხოლოდ ის საუბრობდეს _ მოძღვარმა თავის შეგირდსაც უნდა მოუსმინოს”. ეს აზრიც XVI საუკუნისა და მონტენის კუთვნილებაა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონტენის “ცდებს” უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან თანამედროვე კულტურა დღესაც აქტიურად იყენებს მწერლის გაკვეთილებს.
სწორედ მონტენის წერისა და აზროვნების მანერას უკავშირდება ესეს, როგორც ლიტერატურული ჟანრის წარმოშობა, მაგრამ რას ნიშნავს მონტენის წერისა და აზროვნების მანერა? რით განსხვავდება მონტენის ესეები სხვა ლიტერატურული ტექსტებისგან?
შეგვიძლია თუ არა ვისწავლოთ და ვასწავლოთ კიდეც ესეს წერა? ამ კითხვებზე პასუხი იქნებ თავად მონტენმა გვიკარნახოს. ლოგიკური გამოსავალია, თანაც შეიძლება გაამართლოს კიდეც ამ მეთოდმა…
ვცადოთ…
აი, მონტენის პასუხიც: “მავანნი და მავანნი ადამიანს ქმნიან, მე კი მხოლოდ მოგითხრობთ მის შესახებ, მის პიროვნებას აღვწერ. მე რომ მისი თავიდან გამოძერწვა შემეძლოს, სიმართლე გითხრათ, სრულიად სხვაგვარად შევასრულებდი ამ საქმეს, მაგრამ ყოველივე უკვე აღსრულებულია და ამაზე ფიქრიც ნაგვიანევია.
ჩემი ნახატის შტრიხები ჭეშმარიტებას არაფრით ამახინჯებენ, თუმცა გამუდმებულ ცვლილებას კი განიცდიან. ჩემს მიერ აღწერილ საგანს ისეთად აღვწერ, როგორც იმ წუთში ვხედავ… მოძრაობაში… უნდა გვახსოვდეს, ჩემი მონათხრობი გარკვეულ ჟამს შეეხება – მე ხომ შეიძლება უცბად შევიცვალო… ჩემს ნაწერებში კი საგანი ზუსტად ისე აღინუსხება, როგორც ოქმში – ცვალებადობის მიზეზი ხან ჩემშივეა, ხანაც განსხვავებულ სიტუაციაში – რის გამოც სხვადასხვაგვარად წარმოჩნდებიან საგნები, ანდა, იმ განსხვავებულ თვალსაზრისებში, რომლითაც მივუდგები ხოლმე ამ საგანს. და აი, გამოდის, რომ ზოგჯერ ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები, ჭეშმარიტებას კი – არასოდეს…
მხოლოდ ჩემსავე თავს”
დაგვეთანხმებით, რომ ეს პასუხი, ერთი შეხედვით, საკმაოდ სუბიექტურია, ზოგადი. ძალიან ლაღად, მსუბუქად და თავისუფლად საუბრობს მონტენი ადამიანზე, შემოქმედებასა და ჭეშმარიტებაზე.
გულწრფელად რომ ვთქვათ, არააკადემიური განმარტებაა. თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, უთუოდ აღმოვაჩენთ, რომ მონტენის გამონათქვამი დაინტერესებულ მკითხველს ფიქრისა და აზროვნებისთვის განაწყობს, თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით,
დავინახავთ, რომ მწერალი, ფაქტობრივად, საკუთარი წერისა და აზროვნების მანერასაც ახასიათებს…
მონტენის “ცდებმა”, ბიბლიასა და მარკუს ავრელიუსს თუ არ ჩავთვლით, სათავე დაუდო ევროპული და ამერიკული ესეისტიკის განვითარებას. სწორედ მისმა არააკადემიურმა – ლაკონურმა, ექსპრესიულმა და ასოციაციურმა აზროვნებამ შექმნა ლიტერატურული სტილი, რომელსაც დღეს ესეს ვუწოდებთ.
რაც შეეხება შეკითხვას – როგორ ვწეროთ ესე? – მარტივად შეგვიძლია ვუპასუხოთ – მივბაძოთ მონტენს და არა მარტო მას! დაწვრილებით შევისწავლოთ და გავაანალიზოთ თანამედროვე ესეისტთა ტექსტების სტრუქტურა; დავაკვირდეთ მათი აზროვნების მანერას, წერის სტილს; ანალიზის შემდეგ კი შევქმნათ სტრუქტურული სქემა, რომელსაც მოსწავლეებს შევთავაზებთ; მოსწავლეები კი, თავის მხრივ, მოცემული სქემის მიხედვით, ადვილად შეძლებენ წერის ტექნიკის დაუფლებას“(. http://mastsavlebeli.ge/?p=3554)
კვლევის ვადები და მეთოდები
აქტივობა |
იანვარი |
თებერვალი |
მარტი |
აპრილი |
მაისი |
ივნისი |
საკვლევი თემის განსაზღვრა |
X |
|
|
|
|
|
კვლევის მეთოდოლოგიის არჩევა |
X |
|
|
|
|
|
გამოკითხვა |
|
X |
X |
|
|
|
ანკეტირება |
|
X |
|
|
|
|
ინტერვენციების განხორციელება |
|
X |
X |
X |
|
|
მონაცემთა ანალიზი |
|
|
|
|
X |
|
პრეზენტაცია |
|
|
|
|
|
X |
კვლევის
უამრავი მეთოდი არსებობს, რაც უფრო მეტია მეთოდი
გამოყენებული მით უფრო სანდოა კველვის მონაცემები, კვლევის სანდოობა დამოკიდებულია
მეთოდოლოგიაზე, ჩემი კვლევის მეთოდად ავირჩიე, ფოკუს- ჯგუფი, მონაცემთა ანალიზის შეგროვება,
ანკეტირება , გამოკითხვა.
ფოკუს- ჯგუფი გამოვიყენე კვლევის სანდოობისათვის, რადგან
ის გულისხმობს ჯგუფში
8-10 ადამიანის მონაწილეობას და აქედან ერთი აუცილებლად იქნება გულახდილი.
გამოკითხვა- გამოვიყენე კათედრის წევრებში, მშობლებსა
და მოსწავლეებში, რათა პასუხები მიმეღო კითხვებზე,
რატომ იყო წიგნიერების დონე დაბალი და რა უშლიდა მის განვითარებას ხელს?
ანკეტირება
- გამოვიყენე მშობლებსათვის, რათა გამეგო ის
ხელისშემშლელი ფაქტორები, რატომ იყო მათი შვილების წიგნიერების დონე დაბალი
და ვინ იყო მათი შვილების დღის რეჟიმზე პასუხისმგებელი. კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო:
მე-8
კლასის მოსწავლეები, მათი
მშობლები, კათედრის წევრები სულ 27 რესპოდენტი.
კვლევის მონაცემთა ანალიზი
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 27-მა რესპოდენტმა. აქედან წიგნიერების
დაბალ მიზეზად წიგნის კომპიუტერით ჩანაცვლება მიაჩნია 65 %, 15 % მიიჩნევს, რომ დაბალია ინტერესი კითხვისადმი. 30 % ასახელებს
ორივე მიზეზს..და ესაა მიზეზი იმისა, რომ ხარვეზებია
ესეს წერისას ან საერთოდ ვერ წერენ მოსწავლეები.( დანართი 2)
ინტერვენციები
ნებისმიერი
პრობლემის დროს მასწავლებელი ცდილობს მის მოგვარებას. ეს არავისთვის უცხო არ არის და
ყველა პედაგოგი ასე აკეთებს. ჩემს
შემთხვევაში საკითხი ცოტა რთულადაა, და რატომ: საქმე მაქვს არა მხოლოდ რატომ ვერ
წერს ესეის, არამედ რა არის მისი დაუწერლობის მიზეზი. პასუხი არის ერთი და უცვლელი: არ აქვს
შესაბამისი წიგნიერების დონე, რომ შეძლოს არგუმენტაცია და ნაწერის ორგანიზება.
ესე, რომ დამაჯერებელი იყოს უნდა
შეიცავდეს 150-ზე მეტ სიტყვას და ეს არ არის
ადვილი მოსწავლეთა იმ კატეგორიისათვის, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ კომპიუტერზეა
დამოკიდებული, მას საჭირო ლექსიკური მარაგიც არა აქვს რომ ეს შეძლოს, ნაწილში იყო პრობლემა, ესეს აგების ნაწილში თუ არგუმენტაციაში? და გაირკვა, რომ არგუმენტაცია უჭირს მოსწავლეთა 54%-ს, ხოლო
აგება-დასკვნა უჭირს 45%.
ვიწყებთ
შესავლით. განვაზოგადებთ ჩემი დახმარებით: მაგალითად თემა: „უნდა გაიტანონ თუ არა
სამუზეუმო ექსპონატები საზღვარგარეთ?“ არგუმენტირებული მსჯელობით უარყავი ან
დაეთანხმე ამ მოსაზრებას.
1.
რა
მნიშვნელობა აქვს სამუზეუმო ექსპონატს?
2.
რატომაა
საჭირო მისი გატანა საზღვარგარეთ?
3.
რა
სირთულეები შეიძლება შეგხვდეს ამ კუთხით?+ რიტორიკული კითხვა: რას მოუტანს ჩვენს
ქვეყანას ეს ღონისძიება?
არგუმენტი
ძლიერი:
რატომ რისთვის , რა შეიძლება მოხდეს. როგორ ავირიდოთ თავიდან პრობლემები.
რა მაგალითები გვაქვს და სად?
ამის მერე კი გადავდივართ დასკვნის დამუშავებაზე,
ეს ერთ-ერთი ინტერვენციაა, მაგრამ ესაა ზღვაში წვეთი, თუ არ მივიდა მოსწავლე იმ
შეგნებამდე რომ ამის დაწერას სჭირდება წიგნის წაკითხვა. ვერაფერს გავხდებით,
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ერთი დღე დამეწესებინა მწერლის დღედ. მომეწყო ვირტუალური მუზეუმი, ტექნოლოგიების დახმრებით,
მაგალითად ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე და თემატიკა
დავუკავშირეთ ასევე მარიტას ლეონიძის
„ნატვრის ხიდან.“ ბრბოს ფსიქოლოგია ერთნაირი იყო და არგუმენტებიც ბევრი მოვიყვანეთ, შევეცადეთ
დაფაზე წარმოგვედინა პერსონაჟთა დახასიათების რუკა,
რაც გამოგვდგებოდა შემდგომ ესეის დაწერაში.
მშობელთა ჩართულობის მიზნით დავპატიჟე ისინი ლიტერატურულ დებატებზე
და ვაჩვენე, როგორ იღებდნენ მათი შვილები მონაწილეობას. გავმართეთ საუბარი, რა როლი აქვს წიგნს არგუმენტაციაში და რატომ უნდა
ისხნდნენ წიგნებთან და არა კომპიუტერთან მათი შვილები.
„იხილეთ 14 ნაბიჯი:
1. შეარჩიე თემა შენი ესესთვის.
2. აირჩიე თემის მთავარი აზრი, ან თეზისი. მაგალითად: ინფორმაციულმა
ტექნოლოგიებმა რევოლუციური ცვლილება მოახდინა ჩვენი სამუშაოს სპეციფიკაზე.
3. გაწერე ესე სამ ძირითად ნაწილად: შესავალი, მთავარი ნაწილი და
დასკვნა/შეჯამება.
4. შესავალი საინტერესო წინადადებით დაიწყე. მაგალითად: კომპიუტერის
მეშვეობით, სახლიდან მომუშავე ადამიანების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 150
000-დან 12 მილიონამდე გაიზარდა. შესავალი, შეიძლება, შეიცავდეს საინტერესო
სტატისტიკას, ცნობილი ადამიანის ფრაზას, რიტორიკულ კითხვას, როგორიცაა “იცოდით,
რომ…”, თუ სხვ.
5. პირველი წინადადების შემდეგ ჩამოაყალიბე ესეს მთავარი აზრი. ამ
წინადადებამ უნდა განსაზღვროს მთლიანი ტექსტის დედააზრი.
6. ყოველ ახალ აბზაცს წარუმძღვარე წინადადება, რომელიც ამ აბზაცს
განსაზღვრავს. ამით შეძლებ პარაგრაფების ერთმანეთთან დაკავშირებას და ესეს
სტრუქტურის აწყობას.
7. შესავალი დაასრულე მთავარი აზრის მოკლე შეჯამებით. მაგალითისათვის:
ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ტრადიციული სამუშაო გარემო წარსულს ჩააბარა.
8. შიდა პარაგრაფები (ძირთადად ორი, ან სამი) შესავალში დაფიქსირებული
იდეის განვრცობას ემსახურება. გახსოვდეს, რომ საწყის პარაგრაფში აღნიშნული თემის
მიმოხილვით ესეს სტრუქტურა იკვრება.
9. ესეს შუა პარაგრაფებში მოიყვანე მაგალითები და დამატებითი
ინფორმაცია თემაზე. მაგალითად: როცა ინტერნეტი პირველად შეიქმნა, მას ძირითადად
მეცნიერები იყენებდნენ, თუმცა, დღეს უკვე ყველა საკლასო ოთახში შეგიძლიათ მისი
გამოყენება.
10. ესეს შუა პარაგრაფებმა უნდა განავითაროს ცენტრალური იდეა და ბოლოს
შეაჯამოს იგი. თითოეულმა მსგავსმა პარაგრაფმა მინიმუმ ორი მაგალითი ან ფაქტი უნდა
განიხლოს მთავარი იდეის დასაცავად.
11. ბოლო, დასკვნითი პარაგრაფი აჯამებს მთელ ესეს და შესავალის
პერიფრაზირებას ახდენს.
12. დასკვნა დაიწყე წინადადებით, რომელიც გაიმეორებს წინა
პარაგრაფების პრინციპულ იდეას. მაგალითად: ინტერნეტის მოხმარებამ სახლის პირობებში
და თანამედროვე კომპიუტერული სისტემების სწრაფმა განვითარებამ…
13. ბოლოსწინა წინადადებამ უნდა გაიმეოროს თემის მთავარი თეზისი.
მაგალითისთვის: ჩვენ ინდუსტრიული რევოლუციიდან ინფორმაციულ რევოლუციაში
გადავინაცვლეთ.
14. ბოლო წინადადება მთავარი თეზისის სამომავლო პერსპექტივებს
შეეხება. მაგალთად: მომავალში ოფიციალური სამუშაო გარმოს სრულ გაქრობას უნდა
ველოდეთ.(https://edu.aris.ge/news/rogor-davwerot-kargi-ese-14-nabiji.html)
ვიდრე კვლევას დავიწყებდი, ვატარებდი ფოკუსირებულ
დაკვირევებას,, და მოსწავლეებში ვაკეთებდი 12 სიტყვიანი ესეს წერას. მოსწავლეებს
ვეკითხებოდო როგორ დაწრდნენ ესეს ჩემი მოსწავლეები. და 12 სიტყვის მოფიქრება არ
უჭირდათ ნელ-ნელა ავიდოდით 50 სიტყვაზე.
ინტერვენციის შეფასება
ინტერვენცია დადებითად უნდა შევაფასო, რადგან მოსწავლეების უმრავლესობა
კარგად დაფიქრდა იმაზე, თუ რა შეიძლება
მოყვეს საკითხის გაუაზრებლად დაწერას. მათ ვერ ექნებათ წინსვლა, ვერ მივლენ სასურველ შედეგამდე, ვერც სკოლაში და
ვერც უმაღლეს სასწავლებელში.
ძალიან გამომადგა ტექნოლოგიების გამოყენება,
ვავალებდი ინფორმაციის მოძიებას, ესეებისშექმნას , ვახდენდით შედარებას ერთმანეთის ნამუშევრებს
შორის , ეს მეთოდი კარგად დამეხმარა მშობელთა ყურადღების გამახვილებაში
წიგნიერებასთან დაკავშირებით, რადგან პრობლემის სათავე სწორედ წიგნიერების დაბალ
დონეში იყო
კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები:
პირადად მე კვლევა ძალიან
მომეხმარა დეტალურად გავცნობოდი მოსწავლეთა პრობლემას ესეის წერასთან დაკავშირებით,
ამიტომ მივიჩნევ, რომ კვლევა როგორც აქტივობა უნდა დაინერგოს სკოლაში და მიეცეს
მასწავლებელს შესაძლებლობა, რომ გამოიკვლიოს ესა თუ ის საკითხი.
კვლევის პროცესში სხვა თემაც გამოიკვეთა, როგორიცაა
წიგნიერების დაბალი დონე, მიზნად დავისახე
თუ როგორ აღმოვფხვრა მომავალში ეს პრობლემა, რომ ნელ-ნელა გაუმჯობესდეს ესეს წერაც
და სხვადასხვა საკითხების სწავლება ქართულ ენაში. მოსწავლეები ამავდროულად ვერ
ფლობენ მართლწერის წესებს და რა თქმა უნდა
ესე მხოლოდ არგუმენტაციით არ ფასდება, ამიტომ მიმაჩნია, რომ თუნდაც მოკლევადიანი
პროექტების განხორციელება, როგორიცაა: „ვიკითხოთ ერთად ბიბლიოთეკაში“ ძალიან წაადგებოდა მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესში.
დასკვნა
88-ე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლმა, ირმა შარაბიძემ, ჩავატარე პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა თემაზე: „ესეის წერის სირთულის
კვლევა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მისი გადაჭრის გზების ძიება“
თავდაპირველად გამოვკვეთე პრობლემა, შევარჩიე თემატიკა და
შევადგინე კვლევის ვადები და მეთოდები.
კვლევის ჩასატარებლად გამოვიყენე შემდეგი ინსტრუმენტები: კვლევის მეთოდად ავირჩიე, ფოკუს- ჯგუფი, მონაცემთა ანალიზის
შეგროვება, ანკეტირება , გამოკითხვა. აღმოჩნდა რამდენიმე პრობლემა. კერძოდ, გაირკვა, რომ
არგუმენტაცია უჭირს მოსწავლეთა 54%-ს, ხოლო აგება-დასკვნა უჭირს 45%.,დაბალი.
თითოეულ პრობლემის აღმოსაფხვრელად განვახორციელე სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია, რომელთა დასრულების შემდეგ შევაფასე ინტერვენციის შედეგები, რამაც მიჩვენა, რომ მოსწავლეებს აუმაღლდათ წიგნიერება, შეძლეს არგუმენთების
მოყვანა, ნიმუშის მიხედვით ააგეს ეს და გააკეთეს
დასკვნა. მათთვის ესეს დაწერა გახდა სასიამივნი და სირთულეს აღარ წარმოადგენდა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩამოვაყალიბე რეკომენდაციები იმ
მასწავლებლებისათვის, ვისაც მსგავსი პრობლემა და
გამომწვევი მიზეზები აქვთ. კერძოდ: იმისათვის, რომ
მოსწავლეებმა შეძლონ ესეს დაწერა, საჭიროა მათ ავუმაღლოთ წიგნიერება, მივაწოდოთ
ტექსტის აგების ინსტრუქცია და ნაბიჯები, ასევე მივაქციოთ ყურადღება მართლწერის საკითხს,
რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრიტიკულ, შემოქმედებით, ანალიტიკურ და ა.შ. აზროვნებას.
აღსანიშნავია, რომ
კვლევა მიმდინარეობდა მშვიდ და
საქმიან გარემოში.
მადლობას ვუხდი სკოლის დირექციას ხელშეწყობისათვის და საბაზო საფეხურის ( მეცხრე კლასის) მოსწავლეებს, კვლევაში აქტიური მონაწილეობისა და
თანამშრომლობისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
·
ეროვნული სასწავლო გეგმა---2016 წელი
·
სოფიო ლობჟანიძის როგორ ვაწარმოოთ პრაქტიკული კვლევა--2012
·
http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/wignebi/analitikuri%20werA/analitikuri_%20wera3.htm
·
როგორ ვწეროთ ესე-----
ჟურნალი მასწავლებელი 23 მაისი, 2012 ნიკოლოზ ჩუბინიძე
https://edu.aris.ge/news/rogor-davwerot-kargi-ese-14-nabiji.html
დანართები
დანართი 1.
კითხვარი კოლეგებისათვის
ძვირფასო კოლეგებო ვატარებ პედაგოგიურ პრაქტიკის კვლევას თემაზე: ესეს
წერის სირთულე და მისი გადაჭრის გზების ძიება ქართულ ენასა და გთხოვთ შეავსოთ წინამდებარე კითხარი, თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. გამოკითხვა
იქნება ანონიმური. მადლობას გიხდით დახმარებისათვის.
1.
რა
სირთულეებს აწყდებით საგაკვეთილო პროცესში წერილობითი დავალების შესრულებისას?
2.
რა ხერხს
იყენებთ აღნიშნული პრობლემების მოსაგავრებლად: ვერ წერენ ესეს, უჭირთ შინაარსი,
უჭირთ ორივე ერთნაირად.?
მასწავლეებლტა 32% აძლევს დამატებით საკითხავ მასალას. 43% მშობელს
ტხოვს დახმარებას, ხოლო 5 % უნაწევერებს ესესსტრუქტურას.
3.
რას
ფიქრობთ რა არის მიზეზი, რომ მოსწავლეები
ვერ ახერხებენ წერონ კარგ შედეგებზე ნებისმიერი სახის წერითი დავალება?
65 % ამბობს, რომ კომპიუტერთან
მიჯაჭვულობაა მიზეზი, წიგნიერების დაბალი
დონე 23%, ხოლო 18 % ამბობს რომ მშობლების
არასაკმარისი ჩართულობაა მიზეზი.
დანართი 2.
კითხვარი მოსწავლეებისათვის
გთხოვთ შეავსოთ წინამდებარე კითხვარი, გამოკითხვა ანონიმურია იყავით
გულახდილები მალდობას გიხდით დახმარებისათვის.
1.
რა სახის
დავალების შესრულება მოგწონს ქართულში?
მოსწავლეთა 33 % უჭირს წერითი დავალება , 43 % თხრობითო. 24 % ორივე.
2
ესეს
წერისას რა ნაწილი გიჭირს?
21% უჭირს შესავალი ნაწილი, 45% უჭირს არგუმენტი ხოლო დასკვა 34%-ს.
No comments:
Post a Comment