პროექტის გეგმა
სკოლა |
88-ე საჯარო სკოლა |
სოციალური პროექტის სახელწოდება |
“გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი“ |
პროექტის ხელმძღვანელი |
ირმა შარაბიძე |
საგანი |
ქართული ენა და ლიტერატურა |
ძირითადი სამიზნე ჯგუფი |
მე-9 კლასის მოსწავლეები |
ვადა |
1.02.2022წ__1.03.2022წ. |
მიზანი |
მოსწავლეები მგრძნობიარენი გახდებიან სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობისა და გრძნობების მიმართ, შეძლებენ თანაგრძნობას, თანაგანცდას. ერთმანეთის და სხვათა მიმართ გამოავლენენ სიყვარულს,
პატივისცემასა და ჰუმანურობას, განუვითარდებათ
ტოლერანტობის, მიმღებლობის, ჯანსაღი კომუნიკაციის, ემპათიის უნარ-ჩვევები. |
სტანდართთან შესაბამისობა |
მიმართულება: კომუნიკაცია და
ინტერპრეტაცია ს.გ. 9.3.მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით
(წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე: 1.ერთობლივი მუშაობისას (ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელება, ნამუშევრის შექმნა წყვილშ/ჯგუფში)
უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს,
იდეებს, მათთან ერთად იღებს საერთო გადაწყვეტილებებს; 2.იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ეხმარება
თანაკლასელებს; 3.იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას; |
|
|
სამიზნე ჯგუფი |
მოსწავლეები, თემი (მშობლები, სკოლა, საზოგადოება) |
კავშირი
მოსწავლეთა მიმდინარე სამუშაოებთან |
მოსწავლეები, ზოგადად, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზოგადოებაში
გაზრდილია აგრესია, ხშირია ძალადობის ფაქტები. და რომ ამგვარ პრობლემას ჩვენ სიკეთე,
სიყვარული, მიმტევებლობა უნდა დავუპირისპიროთ. |
პრობლემების ანალიზი |
თანამედროვე ეპოქაში შესამჩნევია ერთი გარემოება: ბავშვები, რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში იზრდებიან, ნაკლებად მგრძნობიარენი გახდნენ სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობისა და გრძნობების მიმართ, არ შეუძლიათ თანაგრძნობა, თანაგანცდა. უფრო მეტიც, დღეს მოზარდებში ჭარბობს აგრესია,
კონფლიქტები. სამწუხაროდ, მედიით ხშირად ვისმენთ ფაქტებს, რომლებიც მოზარდებს
შორის დაპირისპირებას შეეხება. საქმე გვაქვს მოსწავლეებში ემპათიის დეფიციტთან. მართალია,
დღევანდელი ბავშვები ინტელექტუალური განვითარებით 20-30 წლის წინანდელ ბავშვებზე გაცილებით წინ არიან, მაგრამ ემოციური განვითარებით ძალიან ჩამორჩებიან მათ. ემპათია, თანაგანცდა – სხვა ადამიანის ემოციების, როგორც საკუთარის შეგრძნების და გაგების უნარი – თანდაყოლილია და ყველა ადამიანს აქვს, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა. ემპათია ხელს უწყობს ადამიანში ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა თანაგრძნობა, სიბრალული, წუხილი სხვისი გასაჭირის გამო. ემპათია გვეხმარება ურთიერთობაში, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაში, მათ მორალურ დახმარებაში. სწორედ ემპათიურმა ადამიანმა იცის, რას განიცდის მის გვერდით მდგომი. ამრიგად, ემპათია სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის გაგებაა თანაგანცდის და მის სუბიექტურ სამყაროში შეღწევის საშუალებით, მისთვის ემოციური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ემპათია მოიაზრებს საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილას დაყენების, თანაგანცდის, ჩვენთან ურთიერთობის მქონე ადამიანის შინაგანი სამყაროს ემოციური და აზრობრივი შეფერილობის შენარჩუნების უნარს. ემპათია მეტ შესაძლებლობას იძლევა გრძნობებისა და ემოციებისათვის. ემპათია თანდაყოლილია, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება განვითარება, რათა გამოვლინდეს. მისი განვითარების საუკეთესო პერიოდი კი ბავშვობაა. თუ დროულად არ ვიზრუნეთ ემპათიურობის განვითარებაზე, ჩვენ თვალწინ შეიძლება ჩამოყალიბდეს ემოციურად ბრმა და ემოციურად ყრუ ადამიანი. ადამიანი, რომელიც უყურებს, მაგრამ ვერ ხედავს და ისმენს, მაგრამ არ ესმის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, აღნიშნული
პრობლემა, ზოგადად, საზოგადოებასაც ახასიათებს. ხშირად ისიც გულგრილია სხვათა
გასაჭირის მიმართ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, განმეხორციელებინა სოციალური
პროექტი: „გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამაღლდება ემპათიის
გრძნობა მოსწავლეებსა და თემში. ყველა ერთად
იზრუნებს ერთმანეთზე, გაუჩნდებათ თანაგრძნობისა
და თანაგანცდის გრძნობა ერთმანეთის მიმართ, გაუწვდიან დახმარების ხელს სხვებს და და ამით მისაბაძნი
გახდებიან დანარჩენთათვის. პროექტის მიზანი: ემპათიის
უნარ-ჩვევების განვითარება და ჰუმანურობის ამაღლება მოსწავლეებსა და თემში, სოციალური,
ჯანსაღი კომუნიკაციის, უნარ-ჩვევების გამომუშავება. |
პროექტის მიზანი |
მოკლევადიანი მოსწავლეები: ·
პროექტზე მუშაობით გააცნობიერებენ, რა არის ემპათია?; ·
მოახდენენ მათ ირგვლის არსებული მდგომარეობის ანალიზსა
და შეფასებას; ·
დასახავენ და განახორციელებენ პრობლემის მოსაგვარებლად
საჭირო ღონისძიებეს; ·
შეაჯამებენ და შეაფასებენ პროექტს; |
გრძელვადიანი მოსწავლეებს: ·
განუვითარდებათ ემპათიის, თანაგანცდის, თანაგრძნობის,
თანამშრომლობის, კონფლიქტების მოგვარების
და ერთმანეთზე ზრუნვის უნარ-ჩვევები; |
|
პროექტის ამოცანები |
ü
საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელშიც
გაერთიანდებიან, როგორც პროექტის ხელმძღვანელი, ისე აქტიური მოსწავლეები. ü სამუშა გეგმის შედგენა, ფუნქციების
დელეგირება; ü ბავშვთა ფსიქოლოგთან შეხვედრა და ინტერნეტ მასალის მითითება (ნორჩ ფსიქოლოგთა
ჯგუფი); ü ბავშვთა ფსიქოლოგის
მიერ
მითითებულ
ინტერნეტ მასალის გაცნობა. (ნორჩ ფსიქოლოგთა
ჯგუფი) ü საინფორმაციო ვიდეორგოლის მომზადება: „რა არის ემპათია?“ (ისტის მოყვარულთა
ჯგუფი) ü კეთილი საქმეების
სიის შედგენა და განხორციელება. ü საინფორმაციო შეხვედრის დაგეგმვა სასკოლო თემთან; ü საინფორმაციო
შეხვედრის ჩატარება (ესწრებიან მოსწავლეები
და მოწვეული მშობლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები); ვიდეორგოლის პრეზენტაცია; ü მედეა კახიძის
ლექსის „ვისაც სიყვარული შეუძლია“ მხატვრული კითხვა და დისკუსიის მოწყობა: „სხვისი
სიყვარული შეგვიძლია?“ (ესწრებიან
მოსწავლეები და მოწვეული მშობლები) ü მზადება საქველმოქმედო
აქციის მოსაწყობად სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით. ü მონაწილეობის მიღება საქველმოქმედო აქციაში : „სიყვარულისთვის
გავჩნდით და ვცხოვრობთ!“ მოსწავლეების,
მოხალისე მშობლებისა და პედაგოგების მონაწილეობით. ü პროექტის
მიმდინარე ეტაპების ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება, პრეზენტაცია. ü პროექტის შეჯამება, შეფასება; |
მოსალოდნელი შედეგები |
·
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებში
ამაღლდება ერთმანეთის და სხვათა მიმართ პატივისცემისა და თანასწორობის, ტოლერანტობის,
მიმღებლობის უნარ-ჩვევები. |
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები
და ვადები |
I კვირა: ·
საინიციატივო
ჯგუფის შექმნა, რომელშიც გაერთიანდებიან, როგორც პროექტის ხელმძღვანელი, ისე
აქტიური მოსწავლეები. ·
სამუშაო გეგმის შედგენა; (დანართი N1) ·
ბავშვთა ფსიქოლოგთან შეხვედრა,
კონსულტაციები. ლიტერატურისა და ინტერნეტ მასალის მითითება. II კვირა: ·
ბავშვთა ფსიქოლოგის მიერ მითითებული
ინტერნეტ მასალის გაცნობა. ·
საინფორმაციო ვიდეორგილის მომზადება:“რა არის ემპათია?“ ·
კეთილი საქმეების სიის შედგენა და განხორციელება; ·
საინფორმაციო შეხვედრის დაგეგმვა სასკოლო თემთან; III კვირა: ·
საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება (ესწრებიან მოსწავლეები, მოწვეული
მშობლები
და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები); ვიდეორგოლის პრეზენტაცია; ·
მედეა კახიძის ლექსის „ვისაც სიყვარული შეუძლია“ მხატვრული
კითხვა და დისკუსიის მოწყობა: „სხვისი სიყვარული შეგვიძლია?“ (მონაწილეობენ მოსწავლეები,
პედაგოგები და მოწვეული მშობლები) ·
მზადება საქველმოქმედო აქციის მოსაწყობად სოციალურად
დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით. IVკვირა: ·
მონაწილეობის მიღება საქველმოქმედო აქციაში „სიყვაარულისთვის გავჩნდით და ვცოცხლობთ!“ მოსწავლეების, მოხალისე მშობლებისა და პედაგოგების
მონაწილეობით. ·
პროექტის
მიმდინარე ეტაპების ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება, პრეზენტაცია. ·
პროექტის
შეჯამება, შეფასება; |
ხელისმშემშლელი ფაქტორები |
პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები. შეიძლება თემის ნაწილმა მიიჩნიოს,
რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვა
შესაბამისი სტრუქტურების საქმეა და უარი განაცხადონ
პროექტში მონაწილეობაზე. რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია წინასწარ შეხვედრები
მათთან, კონსულტაციები, საინფორმაციო ბუკლეტების
გადაცემა და იმის ხაზგასმა, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს სიკეთის
თესვის საქმეში; |
პროექტის ბიუჯეტი |
იხ. დანართი N2 |
პროექტის მონიტორინგი და შეფასება |
მონიტორინგი: ყოველი კვირის ბოლოს დანართის შესაბამისად
(იხ. დანართი N3) შედეგის შეფასება: პროექტის დასრულების შემდგომ (იხ. დანართი N4) |
დანართი N1
სამუშაო გეგემა
აქტივობები |
პასუხისმგებელი პირი |
ვადები |
მონიტორინგის ინდიკატორი |
საინციატივო ჯგუფის
შექმნა |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
1.02.2022წ. |
შექმნილია საინიციატივო
ჯგუფი 7 წევრით |
სამოქმედო გეგმის
შედგენა, ფუნქციების გადანაწილება |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
3.02.2022წ. |
შემუშავებულია
სამოქმედო გეგმა, ფუნქციები დელეგირებულია |
ბავშვთა ფსიქოლოგთან
შეხვედრა, ინტერნეტ მასალის და ლოტერატურის
მითითება. |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
7.02.2022წ. |
შეხვედრა შედგა,
მონაწილეებს გადაეცათ საჭირო ლიტერატურისა და ვებგვერდების ჩამონათვალი |
ბავშვთა ფსიქოლოგის
მიერ მითითებული ინტერნეტ მასალისა და ლიტერატურის
გაცნობა. |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
8.02.2022წ. |
დამუშავებულია
საჭირო ლიტერატურა, გაკეთებულია ჩანაწერები, |
მინიტორინგი |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
9.02.2022წ. |
გამოკვეთილია
პროექტის მიმდინარეობის ძლიერი და სუსტი მხარეები, დასახულია გზები სუსტი მხარეების
გამოსასწორებლად |
ვიდეორგოლის
მომზადება |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
10.02.2022წ. |
მომზადდა ვიდეორგოლი პრეზენტაციისათვის:
„რა არის ემპათია?“ |
კეთილი საქმეების სიის შედგენა
და განხორციელება |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
11.02.2022წ. |
მოსწავლეებმა
შეადგინეს კეთილი საქმეების სია და განახორციელეს იგი თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში |
საინფორმაციო
შეხვედრის დაგეგმვა სასკოლო თემთან; |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
14.02.2022წ. |
განისაზღვრა შეხვედრის
თარიღი და მოგვარდა შეხვედრისთვის აუცილებელი ყველა საორგანიზაციო საკითხი |
საინფორმაციო
შეხვედრის ჩატარება (ესწრებიან მოსწავლეები, მოწვეული
მშობლები
და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები); |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
15.02.2022წ. |
შედგა საინფორმაციო
შეხვედრა, მოეწყო ვიდეორგოლის ჩვენება; |
მინიტორინგი |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
16.02.2022წ. |
გამოკვეთილია
პროექტის მიმდინარეობის ძლიერი და სუსტი მხარეები, დასახულია გზები სუსტი მხარეების
გამოსასწორებლად |
მედეა კახიძის
ლექსის „ვისაც სიყვარული შეუძლია“ მხატვრული კითხვა და დისკუსიის მოწყობა |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
17.02.2022წ. |
მსმენელები გაეცვნენ
მედეა კახიძის ლექსს, იმსჯელეს ლექსის იდეაზე, გამართეს დიკუსია: „სხვისი სიყვარული
შეგვიძლია?“ |
მზადება საქველმოქმედო
აქციის მოსაწყობად |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
18.02.2022წ. |
მოსწავლეების
მშობლების, საზოგადოების მონაწილეობით შეგროვდა შემოწირულობა სოციალურად დაუცველი
ოჯახების დასახმარებლად |
მონაწილეობა საქველმოქმედო
აქციაში: “სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცოცხლობთ“ მოსწავლეების, მოხალისე მშობლებისა და პედაგოგების
მონაწილეობით. |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
21.02.2022წ. |
მოსწავლეების,
პედაგოგებისა და მშობლების მონაწილეობით დახმარება გაეწია
სოციალურად დაუცველ ოჯახებს |
მინიტორინგი |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
24.02.2022წ. |
გამოკვეთილია
პროექტის მიმდინარეობის ძლიერი და სუსტი მხარეები, დასახულია გზები სუსტი მხარეების
გამოსასწორებლად |
პროექტის მიმდინარე ეტაპების ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება,
პრეზენტაცია. |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
25.02.2022წ. |
მოეწყო ვიდეორგოლის
პრეზენტაცია |
პროექტის შეჯამება, შეფასება; |
პროექტის ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი |
1.03.2022წ. |
პროექტი შეჯამდა
მონაწილეთა მიერ |
დანართი N3
შუალდური მონიტორინგი
კრიტერიუმები |
3 |
2 |
1 |
ჯგუფური
მუშაობა |
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, თითოეულს თავისი შესაძლებლობის
მიხედვით შეაქვს წვლილი აქტივობების შესრულებაში |
ჯგუფის ზოგიერთი წევრი ნაწილობრივაა ჩართული აქტივობების
შესრულებაში |
ჯგუფის წევრების უმრავლესობა პასიურია |
ჩართულობა |
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია |
ჯგუფის ზოგიერთი წევრი პასიურია |
ჯგუფის წევრების უმრავლესობა პასიურია |
ორგანიზებულობა |
ჯგუფი ორგანიზებულად მუშაობს, თანამიმდევრულია; |
ჯგუფი ორგანიზებულობას ინაჩუნებს პროექტის ხელმძღვანელის დახმარებით; |
ჯგუფს პროექტის ხელმძღვანელის მითითებების შემთხვევაშიც
კი უჭირს ორგანიზებულობა; |
სამუშაო
ვადების დაცვა |
ჯგუფი მუშაობს გრაფიკის მიხედვით, იცავს ვადებს; |
ჯგუფს ნაწილობრივ აქვს გაწერილი გრაფიკი, ბოლომდე
ვერ იცავს ვადებს, |
ჯგუფს არ აქვს გრაფიკი, ვერ იცავს ვადებს; |
შესრულებული
სამუშაოს
ხარისხი |
ჯგუფმა სრულყოფილად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა |
ჯგუფმა ნაწილობრივ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა |
ჯგუფმა თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას |
თანამშრომლობა |
ჯგუფის ყველა წევრი თანამშრომლობს,
ისინი ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს |
ჯგუფის წევრების
უმრავლესობა თანამშრომლობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი არ ითვალისწინებს სხვის აზრს |
ჯგუფის წევრები არ თანამშრომლობენ, ისინი არ ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს |
დანართი N4
შედეგის შეფასება
კრიტერიუმები |
3 |
2 |
1 |
ჯგუფური მუშაობა |
ჯგუფის წევრები ჩართულები არიან პროექტში, ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს
და იცავენ დროის ლიმიტს |
ჯგუფის წევრების უმრავლესობა
ჩართულია პროექტში, ნაწილობრივ ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს და უმეტეს ღონისძიებაში
იცავენ დროის ლიმიტს |
ჯგუფის წევრების უმეტესობა
არ არის ჩართული მუშაობაში , არ ითვალისწინებს დროის ლიმიტს |
პროექტის
სტრუქტურული და ლოგიკური თანამიმდევრობა |
მაქსიმალურად დაცულია პროექტის
სტრუქტურა, ეტაპები ლოგიკური და თანმიმდევრულია, გაფორმებულია აკადემიური ენით |
ნაწილობრივ დაცულია პროექტის
სტრუქტურა, ეტაპები ნაკლებად ლოგიკური და თანმიმდევრულია |
პროექტის სტრუქტურა დარღვეულია
და არ არის ლოგიკური; |
მიღებული
შედეგების შესაბამისობა მიზანთან |
პროექტის შედეგები სრულად
შეესაბამება მიზნებს, ყველა შედეგი მიღწეულია |
პროექტის შედეგები ნაწილობრივ
შეესაბამება მიზნებს, ზოგიერთი შედეგი არ დამდგარა |
პროექტის შედეგები არ შეესაბამება
მიზნებს. პროექტის მიზნები ვერ განხორციელდა |
პროექტის
საბოლოო შეფასების კითხვარი:
1. როგორ ფიქრობ, ამ პროექტზე მუშაობით შენ რაიმე ახალი ისწავლე?
ა)
მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე;
ბ) მე ახალი ვისწავლე;
გ) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი;
დ) მე არაფერი მისწავლია
ახალი.
2. პროექტზე მუშაობით შენი ჯგუფის წევრებთან კომუნიკაცია როგორ შეიცვალა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა;
ბ) უკეთესი;
გ) დარჩა ისეთივე, როგორიც
იყო;
დ) ურთიერთობა გაუარესდა.
3. შენთვის ნათელი იყო საკუთარი როლი პროექტის წარმატებით
განსახორციელებლად და შედეგის
მისაღწევად?
ა) სრულიად ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) ნაკლებად ნათელი იყო;
დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. - მასწავლებელმა მიჩვენა გზა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე!
ა) სრულიად ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
5. ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ
ა) სრულიად ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
6. რომელ აქტივობას
გამოარჩევდი პროექტში, რომელმაც შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა?
---------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი |
ძალიან კარგი |
კარგი |
საშუალო |
გასაუმჯობესებელი |
რეკომენდაცია |
საინტერესო შესავალი |
|
|
|
|
|
მნიშვნელოვანი საკითხების წარმოჩენა |
|
|
|
|
|
პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება |
|
|
|
|
|
თემის გასაგებად წარმოდგენა |
|
|
|
|
|
განსხვავებული აზრის პატივისცემა |
|
|
|
|
|
საუბარი (ტემბრი, ჟესტ-მიმიკა, ინტონაცია) |
|
|
|
|
|
აუდიტორიასთან კონტაქტი |
|
|
|
|
|
დროის ლიმიტის დაცვა |
|
|
|
|
|
მასწავლებლის თვითშეფასების
კითხვარი
კრიტერიუმები |
დიახ |
არა |
პროექტის დაგეგმვისას
გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები |
|
|
მოვახერხე პროექტის ყველა
მონაწილის ჩართვა |
|
|
მივაღწიე მოსალოდნელ
შედეგს |
|
|
გავითვალისწინე პროექტის მონაწილეთა გამოცდილება |
|
|
პროექტი დასრულდა გაწერილ
დროში |
|
|
No comments:
Post a Comment