Sunday, March 30, 2014

დღე მეოთხე

გავეცანი პროექტების სწავლების მეორე მოდულის  მესამე აქტივობას, შევისწავლე პროექტის პრეზენტაციისათვის სხვადასხვა სლაიდების შერჩევა- გამოყენება, ფონის შერჩევა, სურათებით გაფორმება და პროექტის შემადგენელი ნაწილების ადგილების შეცვლა.

Saturday, March 29, 2014

დღე მესამე

მესამე ტრენინგზე  შევისწავლე ესგ-ს სტანდარტების შესაბამისად პროექტის შექმნა, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სწორად შერჩევა, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიაში ზმნების განაწილება.

Sunday, March 16, 2014

დღე მეორე

შევისწავლე პუბლიკაციის მომზადება ბლოგებში, ვისწავლე კოლეგების ბლოგებში შესვლა და მათი შეფასება, პროექტების მომზადება ბლოგებში, ეროვნული სასწავლო გეგმიდან შესაბამისი სტანდარტის გადმოწერა, გუგლიდან სურათების გადმოწერა, ბუკლეტების შექმნა და გაფორმება.

Saturday, March 15, 2014

დღე პირველი

გავეცანი სახელმძღვანელოს შინაარსს; ავითვისე  21 -ე საუკუნის პროექტებისა  და გაკვეთილის დაგეგმვის უნარ-ჩვევებს,  ინფორმაციის შენახვისა და გადატანის პრინციპს,ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. გავეცანი პროექტს ,,რომეო და ჯულიეტა".